საქართველოში კორონავირუსის 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 685 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ორი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 5 184 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით –3 587, „პისიარ“ ტესტით – 1 597.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,01%, ბოლო 14 დღის – 2,82%, ბოლო 7 დღის – 2,23%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 649 430 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 628 643 გამოჯანმრთელდა, 16 758 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 861 953 აცრა, დღიურად აცრილია ცხრა.
ამასთან, 3 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 217 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 592 პაციენტი, გარდაიცვალა ხუთი.