ახალქალაქის ტანსაცმლის ბაზრობაზე გავლისას, ადამიანებს დიდხანს უწევთ ფიქრი, სანამ გუბეებისა და ჩარდახებიდან წყლის ნაკადს გვერდს აუვლიან. ზოგიერთ ადგილას ბაზრობაზე გადაადგილება საერთოდ შეუძლებელია.
ყოველწლიურად, გაზაფხულზე თოვლის დნობის დროს, ახალქალაქის ტანსაცმლის ბაზრობა სავალალო მდგომარეობაშია, ყინული დნება და ბაზრობის მთელს ტერიტორიაზე წყლის გუბეებს წარმოქმნის, ამიტომ ტალახისა და გუბეების გამო, დისკომფორტი გავლენას ახდენს მყიდველების ნაკადზე.
უკვე რამდენიმე წელია, ახალქალაქის ბაზრობაზე გამყიდველები ფართის ქირას არ იხდიან. ეს არის მიზეზი, რომ ისინი არ ტოვებენ ბაზრობას. გამყიდველების თქმით, დღის განმავლობაში უკვე ძალიან ცოტა საქონელს ყიდიან, ასეთ პირობებში ფართისთვის ქირის გადახდა წამგებიანია.
ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა Jnews-ს აცნობა, რომ ბაზრობის კეთილმოწყობა გეგმაში აქვთ.
„არავის მოსწონს ბაზრობის დღევანდელი მდგომარეობა, არის კეთილმოწყობის პროგრამა, თუმცა ჯერ არ არის საბოლოო. სამომავლოდ შევისწავლით ტერიტორიას და გადავწყვეტთ, რა ღონისძიებების გატარება შეიძლება, მაგრამ კეთილმოწყობის შემთხვევაში შესაძლოა ფართის ქირის გადახდა გახდეს საჭირო“, – თქვა მელქონ მაკარიანმა.