ახალქალაქის ცენტრში საახალწლო ნაძვის ხის დემონტაჟი მიმდინარეობს. ახალქალაქის ცენტრალური მოედანი, რომელიც ავტოტრანსპორტისთვის ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით 2021 წლის 22 დეკემბერს დაიკეტა, სავარაუდოდ, 14 იანვარის საღამოს გაიხსნება.
სერვის ცენტრის თანამშრომლებმა საახალწლო ხის დემონტაჟი დილიდან დაიწყეს. სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს.
როგორც სერვის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, რსტაკიან მხითარმა Jnews-ს განუცხადა, სამუშაოების ნახევარი უკვე შესრულებულია, სავარაუდოდ, დღეს საღამოს თავისუფლების ქუჩაზე, მოედანზე მანქანების მოძრაობა განახლდება.
„პრობლემა არის რკინის ბოძების მოხსნა, თორემ დღეს დავასრულებთ ყველაფერს. თუ დღეს არა, ხვალ მოძრაობა აუცილებლად განახლდება“, – განაცხადა მხითარ რსტაკიანმა.