დამატებითი შემოსავლების გამო ახალქალაქის 2023 წლის ბიუჯეტს 6 ახალი ხარჯვითი მუხლი დაემატება.

21 ნოემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და ბიუროს სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს. ცვლილებების პაკეტი 22 ნოემბერს საკრებულოს სხდომაზე მიიღება.

2023 წლის ბიუჯეტის დამატებითი შემოსავლებით კორექტირება ხორციელდება, რომელმაც 490 090 ლარი შეადგინა. ზუსტად ამდენით «სხვა შემოსავლები» პუნქტით მიღებული შემოსავლები პროგნოზირებად თანხას აღემატება.

ცვლილებების მიხედვით, ეს თანხები მოხმარდება:

  • სოფელ კიროვაკანში ფეხბურთის მოედნის რეაბილიტაცია 73931 ლარად
  • სოფელ კოჩიოს კულტურის სახლის რეაბილიტაცია 143 459 ლარად
  • ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარევანში წყალსაცავის ასაშენებლად 21 200 ლარია გამოყოფილი. ბიუჯეტში 120 000 ლარი იყო გათვალისწინებული, რაც არ იყო საკმარისი პროექტის განსახორციელებლად
  • ასევე 10 000 ლარი  გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობებში გაზის, წყლისა და ელექტროენერგიის ხარჯების დასაფარად
  • ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის სარიტუალო სახლების ჭურჭლის (ჭიქები, თეფშები, დანები, ჩანგლები და ა.შ.) შეძენა 240 000 ლარად
  • ასევე ახალქალაქის მერია 1500 ლარად ჯავახეთის, თავისუფლებისა და აღმაშენებლის ქუჩებზე დასამონტაჟებლად 9 ვიდეოკონტროლის საგზაო ნიშნის შეძენას აპირებს.