31 იანვარს ახალქალაქის ახალგაზრდულ ცენტრში სომხური ჯარის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება, რომელსაც ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიის ღვთისმსახური, ტერ ნარეკ ტიგრანიანი, ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრის აღსაზრდელები და მასწავლებლები ესწრებოდნენ, სახელწოდებით – “ნათელი მომავლის მოლოდინში” გაიმართა.

ახალქალაქისა და ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრების აღმზრდელებმა ერთობლივად ჩაატარეს ღონისძიება, ეროვნული და პატრიოტული სიმღერებისა და ცეკვების თანხლებით.

kentron

“ღონისძიება მიეძღვნა სომხურ ჯარს, რადგან ჩვენი საქმიანობა კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდულია, ორივე ახალგაზრდული ცენტრის აღსაზრდელების შთაგონების მიზნით გადავწყვიტეთ აღნიშნული ღონისძიების ორგანიზება”, – ამბობს ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი, კარინე თადევოსიანი.

“წლეულს არ გვაქვს საზეიმო განწყობა, როგორც ღონისძიების დასახელებაშიც იყო ნათქვამი, ნათელი მომავლის იმედით გვსურს, ჩვენს შვილებს შევუნარჩუნოთ ამაღლებული განწყობა და სულიერი სიძლიერე ვუსურვოთ”, – განაცხადა ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრის პედაგოგმა, სუსამბარ კურგინიანმა.

 

kentron1

ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის პედაგოგის თქმით, ღონისძიება შესაბამის დროს გაიმართა.

“ეს ღონისძიება დროის შესაბამისი იყო, მსგავსი ღონისძიებები ჩვენს სამუშაოს მეტად შედეგიანს ხდის, ჩვენს ბავშვებს დიდი საქმეებისთვის ვამზადებთ, რომ ხვალ, მათ ჩვენი ხელოვნების მნიშვნელოვანი მოღვაწეების რიგები შეავსონ”, – აცხადებს ვაჩაგან რსტაკიანი.

kentro

სომხური ჯარის შექმნის დღედ 1992 წლის 28 იანვარი ითვლება, როცა სომხეთის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანებით სომხეთის თავდაცვის სამინისტრო შეიქმნა. ის მთლიანად 4-5 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა და პირველი “ნათლობა” სომხურ-აზერბაიჯანული ომის სხვადასხვა ეტაპზე მიიღო, რომელიც სომხეთის და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის სამხედრო უსაფრთხოებას იცავდა.