დღეს, 25 ივნისს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური სამუშაო ვიზიტით ახალქალაქს ესტუმრა.

შეხვედრა, სოციალური დისტანციის დაცვით, ღია სივრცეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის ფილიალის ეზოში გაიმართა. მოწვეული იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ესწრებოდა ახალქალაქის მერი და მისი მოადგილე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორის წარმომადგენელი, უნივერსიტეტის სასწავლო პერსონალი და სტუდენტები, ასევე იყვნენ არასამთავრობო სექტორის წარმოამდგენლები და მედია.

vstrecha3

სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას აცნობა, რომ სამინისტრო ეროვნულ სტრატეგიას და სამომავლო ქმედების 4 წლიან გეგმას ამუშავებს, რომელიც უშუალოდ საქართველოს ეთნიკურ უმცირესობებს შეეხება.

ლია გიგაურმა ისაუბრა ყველა იმ პროგრამის შესახებ, რაც განხორციელდა, რათა მოგვარებულიყო ინტეგრაციის პრობლემა, სახელმწიფო ენის შესწავლის პრობლემა და სხვა, რასაც საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წამომადგენლები აწყდებიან. მან ასევე წარმატებული 1+4 საგანმანათლებლო პროგრამა განიხილა.

«უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ჩვენთან 1+4 პროგრამით სწავლა 1300 სტუდენტმა დაამთავრა, ესენი იყვნენ ის სტუნდენტები, რომლებიც კარგად ფლობენ ქართულ ენას, და გარდა იმისა, რომ მათ პროფესია მიიღეს და უკან დაბრუნდნენ, უმეტესობა დასაქმდა. 216 სტუდენტი, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს გამოცდები, სკოლებში მასწავლებლები გახდნენ, ხოლო მათგან ორი სკოლის დირექტორიც გახდა. ჩვენ ვხედავდით, თუ რამდენად წარმატებულია სახელმწიფოს მიერ რეალიზებული პროგრამა. ჩვენთან საქართველოში არიან ბილინგუალური სტუდენტებიც»,- თქვა ლია გიგაურმა 1+4 პროგრამის შესახებ.

მან ასევე დამსწრე საზოგადოებას სამოქმედო გეგმის შედგენაში, რეკომენდაციების შეთავაზების სახით, მონაწილეობის მიღება შესთავაზა. შეხვედრის დროს რამდენიმე რეკომენდაცია იყო შეთავაზებული, მათ შორის ახალგაზრდების ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ძირითადად, სტუდენტების ინტეგრაციის საკითხი.

დოკუმენტის შედგენის პროცესი გრძელდება, კონსულტაციის მისაღებად შემდგომი შეხვედრების პერპექტივები განიხილება.