დღეს, ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, რუბლი ლართან მიმართებით მკვეთრად, 0,3272 ლარით გაძვირდა, დოლარი კი 0,0563 ლარით დაეცა.
ოფიციალური კურსი:
1 აშშ დოლარი – 3.1354 ლარი
1 ევრო – 3,4652 ლარი
100 რუბლი – 3,5715 ლარი
მარტის შუა რიცხვებიდან ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ძირითადად იკლებს, რუბლი კი ღირებულების ზრდას აფიქსირებს. უფრო მეტიც, თუ რუბლის კურსი თეთრის ერთეულებით ეცემოდა, ახლა ფასი ათობით თეთრით იზრდება. ასე რომ, 12 მარტიდან დღემდე საქართველოში 100 რუბლი 1083 ლარით გაძვირდა. ხოლო 11 მარტიდან დღემდე დოლარი 0,1835 ლარით დაეცა.