სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს ადგილობრივი მედია აქვეყნებს.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, ვირუსით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა.
სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, 422 468 პირი დაინფიცირდა, აქედან 10285 გარდაიცვალა, 409819 კი – გამოჯანმრთელდა.