ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით LAG – ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა – ევროკავშირის ENPARD-2 პროგრამის ფარგლებში, სოციალური პროექტი დააფინანსა, რომლის ოდენობამ 36 821 ლარი შეადგინა. თუმცა, პროექტმა დღემდე ვერ მიაღწია დასახულ მიზნებს კოვიდ-19-ის პანდემიის გამო.

შოღიკ რაისიანის სოციალური პროექტი მიმართული იყო მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებაზე. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 36 821 ლარი შეადგინა, საიდანაც გრანტმა 31 387 ლარი დაფარა, დანარჩენი თვითდაფინანსებაა.

შოღიკ რაისიანმა საგრანტო სახსრებით იყიდა კომპიუტერი, ლეპტოპი, შეაკეთა ერთი ოთახი, სადაც განთავსებული იყო ტურისტული ცენტრის ოფისი, შექმნა ტურისტული ადგილი ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ღირსშესანიშნაობებით, რათა ეს ყველაფერი ეჩვენებინა ტურისტებისთვის მთელი მსოფლიოდან და ქართველი ტურისტული ოპერატორებისთვის ჯავახეთში ტურისტების მოზიდვის მიზნით. გარდა ამისა, ტურისტული ცენტრის ერთ-ერთი მიზანი იყო ჯავახეთის ყველა ტუროპერატორის გაერთიანება.

turizm1

ოფისი დღეს დაკეტილია. შოღიკ რაისიანის თქმით, პანდემიამ პროექტის განვითარების ყველა შესაძლებლობა დაკეტა.

„ეს არის ტურიზმის განვითარებისთვის და მათთვის ვინც ტურიზმით არის დაკავებული, მაგრამ თუ ტურისტები არ არიან, რა ვქნათ? პროექტი იყო საინფორმაციო ბაზა, როგორც ტურისტებისთვის, ასევე მათთვის, ვინც ტურიზმით არის დაკავებული.  ეს არის ერთადერთი ადგილი საქართველოში, რომელიც არ არის საქართველოს ტურისტულ ბაზაში, პროექტის დასაწყისში იყო მოთხოვნა, იყვნენ ტურისტები, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეჩერდა, პანდემიამ ზემოქმედება მოახდინა ზუსტად იმაზე, სადაც ყველაფერი ახლახან იწყებოდა, სხვა ადგილებში ყველაფერი უკვე ჩამოყალიბებული იყო, მაგრამ აქ მხოლოდ დასაწყისი იყო“, – თქვა შოღიკ რაისიანმა.

turizm2

პროექტის ფარგლებში შექმნილი ვებგვერდი – TravelAkhalkalaki.com, დაიხურა და ახლა პროექტის ავტორმა შექმნა ახალი მსგავსი ვებგვერდი travelakhalkalak.com . ახალ გვერდს აქვს იგივე ინფორმაცია, რაც ძველს. მაგრამ ახალი გვერდი ბოლოს ერთი წლის წინ განახლდა.

გვერდზე არის რუკები, ონლაინ რუკა, საინტერესო ადგილების, ძეგლების, მაღაზიების, სასტუმროების ყველა მიმართულება. რაისიანის თქმით, ახლა ის ყველაფერს აკეთებს, რომ გვერდი გამოჩნდეს საქართველოს ტუროპერატორების სიაში.

„პოპულარიზაცია ძალიან დელიკატური საქმეა, მას ძალიან ფრთხილად უნდა მოეპყრა“, – ამბობს შოღიკ რაისიანი.

პროექტის ფარგლებში ავტორმა 100-მდე სუვენირი დაამზადა და გაყიდა. ის აპირებს გააგრძელოს სუვენირების, მათ შორის ტკბილეულის წარმოება, გეგმავს ამ ბიზნესის გაღრმავებას პროექტის შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით.

ახალქალაქში ყოფნისას მივიდნენ დასკვნამდე, რომ აუცილებელია ტურიზმის განვითარება შიგნიდან, პანდემიამ ამის დაწყების საშუალება არ მისცათ. რა იქნება პანდემიის შემდეგ? განვითარდება ტურიზმი, თუ ისევ ყველაფერი განხილვის დონეზე დარჩება, უცნობია.