ახალქალაქში ქუჩის ვაჭრობა მუდამ იყო აქტუალური. ქუჩის ვაჭრობის ბაზრობაზე «გადატანის» მცდელობა ჯერ კიდევ 2018 წელს იყო. თუმცა, დღესასწაულებზე ქუჩაში ვაჭრობა განახლდა და გრძელდება კვლავ.
ახალქალაქის მერია იმედოვნებს, რომ თავისუფლების ქუჩაზე აგებულ ახალ შენობაში მევაჭრეებისათვის გამოიყოფა ადგილი და ქუჩები სავაჭრო მაგიდებისაგან მთლიანად გათავისუფლდება .
ახალქალაქის მერი მურადიანის სიტყვებს სხვა ინტერპრეტაციას უკეთებს.
«თუ შენობაში ყველა მოვაჭრესათვის არ იქნება გამოყოფილი საკმარისი ადგილი, ჩვენ ნაწილის გადაყვანას ვერ მოვახერხებთ, ვერ შევძლებთ. თავდაპირველად შენობის მფლობელი ამბობდა, რომ პირველი სართული სოფლის პროდუქტების მევაჭრეებისათვის იქნება გამოყოფილი, თუმცა ჩვენ ვერავის ვერ დავაძალებთ გადასვლას. როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენ ქუჩებიდან ბაზრობაზე გადაყვანის პროცესი დავიწყეთ და ბაზრობაზე დიდი ნაწილის გადაყვანა მოვახერხეთ»- Jnews-ის სატელეფონო საუბარში განაცხადა ახალქალაქის მერმა, იურიკ უნანიანმა.