შეერთებული შტატები პოლონეთში „პატრიოტის“ ტიპის ორ რაკეტას განათავსებს. CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის ევროპული სარდლობის პრესსპიკერმა, ადამ მილერმა განაცხადა, რომ ეს არის „თავდაცვითი განთავსება“, რომლის მიზანი უკრაინაში რუსეთის მიმდინარე შეჭრის დროს აშშ-სა და ნატოს მოკავშირეების წინააღმდეგ წარმოქმნილ ნებისმიერ პოტენციურ საფრთხესთან დაპირისპირებაა.

„თავდაცვის მინისტრის მითითებით და ჩვენი პოლონელი მოკავშირეების მოწვევით, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ვოლტერსმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობას დაავალა პოლონეთში „პატრიოტის“ ორი ბატარეა განათავსონ,“- განაცხადა აშშ-ის ევროპული სარდლობის პრესსპიკერმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ეს არის თავდაცვითი ღონისძიება, რომელიც ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიმართ ერთგულებას ეფუძნება და „არავითარ შემთხვევაში არ დაუჭერს მხარს რაიმე შეტევით ოპერაციებს.“

”ჩვენი ყოველი ნაბიჯი მიზნად ისახავს აგრესიის შეკავებას და ჩვენი მოკავშირეების გამხნევებას,“- განაცხადა ადამ მილერმა.

“პატრიოტი“ საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემაა. ის შექმნილია შემომავალი მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების, თვითმფრინავების და ფრთოსანი რაკეტების დასაპირისპირებლად და გასანადგურებლად.