საქართველო, დიდი ბრიტანეთი, აშშ და საერთაშორისო პარტნიორები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მთავარი გენერალური შტაბის სადაზვერვო დეპარტამენტს, გასულ წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ არაერთ მნიშვნელოვან კიბერშეტევაში ადანაშაულებენ. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.

საქართველო რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მთავარ გენერალურ შტაბს მსხვილმასშტაბიან კიბერშეტევაში ადანაშაულებს. ის 2019 წელს განახორციელეს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

«საქართველოს მხრიდან გამოძიების ჩატარების შედეგად და პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად, მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე გაირკვა, რომ კიბერშეტევა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მთავარი გენერალური შტაბის მიერ იყო დაგეგმილი და განხორციელებული. საქართველო ამ კიბერშეტევას განიხილავს, როგორც საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების საწინააღმდეგო, საქართველოს სუვერენიტეტის კიდევ ერთხელ ხელყოფის ფაქტს, რათა ხელი შეუშალოს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მის დემოკრატიულ განვითარებას. ზემოაღნიშნული ინციდენტი ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლების ეროვნულ დონეზე ძალისხმევის მნიშვნელობას კიბერუსაფრთხოების გაძლიერებისათვის და კვლავ დემონსტრირებას უკეთებს საერთაშორისო პარტნიორობის ჩამოყალიბებაზე კიბერუსაფრთხოების ზონაში»,- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებით ასევე აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ოფიციალური სახეები და ორგანოები წარდგნენ.

აშშ
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მოუწოდა რუსეთს «შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოსა და სხვა ქვეყნებში».
«ინცინდენტმა, რომელმაც უშუალო გავლენა მოახდინა საქართველოს მოსახლეობაზე, შეზღუდა საქართველოს მთავრობის რამდენიმე ათასი ვებ-გვერდის ფუნქციონირება, ძირითადად კერძო საკუთრების არხები და არანაკლებ, ორ მთავარ სატელევიზიო არხზე იმოქმედა. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ხელი შევუწყოთ საქართველოს და მის ხალხს, რათა უზრუნველყონ კიბერსივრცის უსაფრთხოების გაძლიერება და მისი უარყოფითი სუბიექტებისადმი წინააღმდეგობის გაწევა შეძლონ»,- მაიკ პომპეო.

დიდი ბრიტანეთი
«რუსეთის ფედერაციის მთავარი გენერალური შტაბის მიერ საქართველოს სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოზე განხორციელებული კიბერშეტევების უგუნური და აღმაშფოთებელი სერია აბსოლუტურად მიუღებელია»,- განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა.

ნიდერლანდები
«ეს ქმედებები, გაეროს მიერ დადგენილი ნორმების თანახმად, არღვევს სახელმწიფოს კიბერსივრცეში საპასუხისმგებლო საქციელს და საერთაშორისო წესრიგისადმი ზიზღის დემონსტრაციას აკეთებს»,- ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, სტეფ ბლოკი.

დანია
«დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ საქართველოზე სერიოზული და დამანგრეველი კიბერშეტევისათვის რუსეთის სამხედრო დაზვერვა პასუხისმგებლობის წინაშე დააყენეს. დანია რუსეთში დესტრუქციული კიბერსაქმიანობის შესახებ ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და განაგრძობს მშვიდობიანი, თავისუფალი, ღია და უსაფრთხო კიბერსივრცის განვითარებას»,- დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ნორვეგია
«ჩვენ ვიზიარებთ საქართველოზე განხორციელებულ კიბეროპერაციას. სახელმწიფოს საპასუხისმგებლო ქცევის ნორმებთან, წესებთან და პრინციპების შესაბამისობასთან ერთად მნიშვნელოვანია, კიბერსივრცეში საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება»,- თქვა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ერიქსენ სურეიიდმა.

პოლონეთი
«ჩვენ ვიზიარებთ ჩვენი მოკავშირეებისა და საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას. უნდა გამოიკვეთოს და მკაცრად დაისაჯოს რუსეთის ფედერაციის უპასუხისმგებლო და მავნე კიბერ-ქმედება, რომელიც საერთაშორისო სტაბილურობას და ქვეყნების სუვერენიტეტს უშლის ხელს»,- პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ჩეხეთი
«მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ პირველადი ინფორმაცია არ გაგვაჩნია, ჩვენი მოკავშირეების შეფასებაში ეჭვი არ გვეპარება. საქართველოზე განხორციელებული კიბერშეტევა არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ სახელმწიფოს სუვერენიტეტი ირღვევა. ეს უკარგავს ნდობას და ემუქრება მრავალმხრივ დაწესებულ ნორმებს»,- ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ესტონეთი
«ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს. აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირის რამდენიმე წევრი, რომლებმაც პასუხისმგებლობის წინაშე დააყენეს რუსეთის ფედერაცია, 2019 წლის ოქტომბერში საქართველოზე განხორციელებული მსხვილმასშტაბიანი კიბერშეტევისათვის. აღნიშნული ქმედება ცხადყოფს რუსეთის უპატივცემულობას სახელმწიფოს საპასუხისმგებლო ქცევის ნორმებზე და კიბერსივრცეში ამცირებს სტაბილურობას»,- ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ჩერნოგორია
«ჩერნოგორია საქართველოზე განხორციელებული კიბერშეტევების განხილვის საკითხში უერთდება დიდ ბრიტანეთს, აშშ-სა და სხვა პარტნოირებს. ჩვენ შეწუხებული ვართ აღნიშნული ქცევით, რომელიც წესების საფუძველზე დამყარებულ სტაბილურობას და წესრიგს არღვევს… საქართველო ძვირფას პარტნიორად რჩება, ხოლო ჩერნოგორია მთლიანად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას»- ჩერნოგორიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ლიტვა
«ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტონ საქართველოს წინააღმდეგ მავნე კიბერ შეტევების განხორციელება»,- ლიტვას საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ავსტრალია
«ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან თანამშრობლობით, ავსტრალიის მთავრობამ დაადგინა, რომ რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურმა ქართული ვებ-ჰოსტინგის წინააღმდეგ რიგი კიბერშეტევები განახორციელა, რამაც 2019 წლის ოქტომბერში რამდენიმე ათასი ვერ-გვერდის მასშტაბური დაზიანება გამოიწვია»,-ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარის პეინი.

ახალი ზელანდია
«აღნიშნული მავნე კიბერშეტევები არ ემსახურება კანონის ინტერესებს. ისინი განხორციელებული იყო საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ თავისუფლებაში ჩარევისათვის»,- ახალი ზელანდიის მთავრობის კომუნიკაციების უსაფრთხოების ხელმძღვანელი.

«დადგმული ინფორმაციული ჩანართი»- ასე დაარქვა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოსკოვმა საქართველოზე მსხვილმასშტაბიანი კიბერშეტევა განახორციელა. აღნიშნული განცხადება, 20 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

საქართველოს ადმინისტრაციის ვებ-გვერდებმა, სასამართლოებმა, რეგიონების საქალაქო შეკრებებმა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და მედიამ 2019 წლის 28 ოქტომბერს ჰაკერული შეტევა განიცადეს. ვებ-გვერდების გახსნისას იხსნებოდა ქვეყნის ყოფილი მეთაურის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოსურათი წარწერით «I’ll be back» (მე დავბრუნდები).