საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი რეგულაციების თანახმად, 2020 წლის 15 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ეგვიპტეში მიემგზავრებიან ტურისტული მიზნით და ფლობენ ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს და შენგენის ზონის წევრი ქვეყნების მოქმედ და გამოყენებულ ვიზას, ეგვიპტის ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში მიიღებენ ქვეყანაში შესვლის უფლებას.
ცნობისთვის, ეგვიპტეში, სადაც 102 მლნ-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ეპიდვითარება საქართველოსთან შედარებით, ოფიციალური მონაცემებით უკეთესია. ამ ქვეყანაში ამ დრომდე დაახლოებით 120 000 (საქართველოში 183 099) კოვიდ-შემთხვევაა დაფიქსირებული.
აღსანიშნავია, რომ ეგვიპტე ქართველი მოგზაურებისთვის ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული მიმართულება იყო პანდემიამდე.