გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის, ფილიპო გრანდის ინფორმაციით, უკრაინა, ამ დრომდე, 2 698 280 ლტოლვილმა დატოვა.
მისივე ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყნიდან გასული ლტოლვილების ნახევარზე მეტს, პოლონეთი მასპინძლობს, რომელსაც უკრაინიდან 1 655 503-მა ადამიანმა შეაფარა თავი.
ამასთან, უკრაინელმა ლტოლვილებმა მიაშურეს : უნგრეთს, სლოვაკეთს, მოლდოვას, რუმინეთსა და სხვა ქვეყნებს.