სომხეთში, 2 ივნისის, 11:00 საათის მდგომარეობით კორონავირუსით ინფიცირების 517 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს რეკორდული ყოველდღიური მატებაა, – ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.
ამრიგად, ქვეყანაში შემთხვევების რაოდენობამ 10.009-ს მიაღწია, აქედან 6368 აქტიური შემთხვევა იყო. კიდევ 25 პაციენტი განიკურნა, გამოჯანმრთელებულ პაციენტთა საერთო რაოდენობა უკვე, 3427-ს შეადგენს.
ვირუსის შედეგად, დღე-ღამის განმავლობაში, ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობა – 19 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 1 – სხვა მიზეზების გამო. სულ დაღუპულია 158 ადამიანი, მათგან 56 – სხვა დაავადებებისგან.
დღემდე, დაახლოებით 60 ათასი ტესტია ჩატარებული.
1 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი აღმოაჩნდა სომხეთის პრემიერ- მინისტრ ნიკოლა ფაშინიანსა და მისი ოჯახის წევრებს.
18 მაისიდან, ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამოძრავდა, გაიხსნა ყველა კაფე და რესტორანი, სავაჭრო ცენტრები და სპორტული დარბაზები.