ახალქალაქის მერიის სამსახურებში ახალი ხელმძღვანელები და თანამშრომლები გამოჩნდნენ. 2022 წელს მერიაში ვაკანსია 11 პოზიციაზე გამოცხადდა, ყველა მათგანი უკვე ახალი კადრებით შეივსო.
ამგვარად:
1. ეკონომიკური დაგეგმვისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა მამიკონ ჰაკობიანი, რომელიც ამავე დეპარტამენტის სპეციალისტი იყო.
2. ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსად დაინიშნა მნაცაკან ფამბუხჩიანი, რომელიც მანამდე ახალქალაქის სერვის ცენტრში მუშაობდა.
3. ადვოკატი ციალა ხუციშვილი კონტროლის სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტად დაინიშნა.
4. კონტროლის სამსახურის უფროსად დაინიშნა არტურ დავთიანი, რომელიც მანამდე თბილისში IT მენეჯერად მუშაობდა.
5. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსად კარენ მერგელიანი დაინიშნა, მანამდე იმავე სამსახურში დეპარტამენტის მენეჯერი იყო.
6. არა მოვსესიანი ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა, მანამდე ამავე დეპარტამენტის სპეციალისტად მუშაობდა.
7. თეიმურაზ მანველიანი, რომელიც ახალქალაქის იუსტიციის სახლში მუშაობდა, იურიდიული სამსახურის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.
8. ანაჰიტ იორდანიანი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ცენტრის განყოფილების უფროსად დაინიშნა, მუშაობდა თიბისი ბანკის ახალქალაქის ფილიალში.
9. კონტროლის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა არმენ მღდესიანი, რომელიც მანამდე ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ტერიტორიული დაგეგმარების სამსახურის ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიული დაგეგმარების დეპარტამენტში სპეციალისტად მუშაობდა.
10. ეკა ინასარიძე, რომელიც სანოტარო ბიუროში მუშაობდა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ცენტრში სოციალურ მუშაკად დაინიშნა.
11. სოფელ გოდოლარის ყოფილი სპეციალისტი, მკრტიჩ სტეპანიანი შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტად დაინიშნა.
უახლოეს მომავალში გამოცხადდება სამი ვაკანსია ეკონომიკური დაგეგმვისა და სტატისტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურისა და ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიული დაგეგმარების, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და ტერიტორიული დაგეგმარების დეპარტამენტებში.