სოფელ დიდ სამსარაში, 6 მარტს, სოფლის მცხოვრებლების მიერ ორგანიზებული მემორიალური ტურნირი დასრულდა, რომელიც მათი თანასოფლელის, არმენ აივაზიანის ხსოვნას მიეძღვნა.

სომხეთის ჩემპიონი ძიუდოში, არმენ აივაზიანი სოფელ დიდ სამსარიდან იყო.  მან სხვადასხვა შეჯიბრებებში გაიმარჯვა.


masnakicner

დიდი სამსარის მცხოვრებთა მიერ ორგანიზებულ ფრენბურთის ტურნირში რეგიონის სხვადასხვა სოფლიდან 15 გუნდი მონაწილეობდა.


haghtoghner

მემორიალურ ტურნირში პირველი ადგილი დიდი სამსარის გუნდმა დაიკავა, მეორე –  სოფელ ვაჩიანის, მესამე კი – მაჯადიას გუნდმა.