ხვალ, ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე, საქართველოს რეგიონალური ლიგის ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩი გაიმართება.  ახალქალაქის “აბული” რუსთავის “გორდას” მიიღებს.

ხვალ, 19 მაისს 13:00 საათზე ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე მატჩი გაიმართება, ერთმანეთს შეხვდებიან გუნდები –  ახალქალაქის “აბული”  და რუსთავის “გორდა”.  რეგიონულ ლიგაში 26 გუნდია.

ფეხბურთელები თავიანთ გულშემატკივრებს ელიან.

აღვნიშნავთ, რომ ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე იმავე ჩემპიონატის ფარგლებში ახალქალაქის გუნდმა, “აბულმა” ახალციხის “სამცხე” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.