ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 26 იანვარს, ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი პირველივე სხდომაზე დაამტკიცა. ასევე განიხილეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მუშაობაზე და კონკრეტულად მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო, შემოსავლის გარეშე იურიდიული ორგანიზაციების გაერთიანების თემა.

დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში ორი საკითხი იყო:
1. 2022 წლის 28 დეკემბრის ბიუჯეტში ცვლილება. ცვლილებების ოდენობა შეადგენს 3 910 882,01 ლარს. ცვლილებების პროექტი დეპუტატებს მერიის ფინანსური სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, კარენ მერგელიანი გააცნო.

დეპუტატებს შენიშვნები ჰქონდათ მუნიციპალიტეტის სოფლებში გზის გრეიდერით გასწორების სამუშაოებზე, მაღალი ხარისხის ნათურების შესყიდვაზე, ახალციხიდან ახალქალაქის შესასვლელში გარე განათების გაუმჯობესებაზე, ასევე შესთავაზეს ნალბანდიანის ქუჩის გარე ვაჭრობისგან გათავისუფლება.

დეპუტატებმა ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.

ამის შემდეგ, დღის წესრიგის მეორე საკითხი – სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში განიხილეს. სამსახურის ინიციატივაა შემცირდეს და გაერთიანდეს მუნიციპალიტეტის არაკომერციული, შემოსავლის გარეშე იურიდიული ორგანიზაციები.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას 14 იურიდიული ორგანიზაცია ექვემდებარება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინადადება საკრებულოს წევრებს საპროცესო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე სიფან შიპაქციანმა გააცნო.

დეპუტატებმა იმსჯელეს ზოგიერთი ორგანიზაციის მუშაობაზე და გადაწყვიტეს, მერიისთვის მიეწერათ წინადადება მუნიციპალიტეტში არსებული ორგანიზაციების გაერთიანების შესახებ, მაგრამ, რომელ ორგანიზაციებთან გაერთიანდებიან, მერიის შეხედულებისამებრ გადაწყდება.