დღეს, 6 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოში სარქის აკოპიანის, არმენ აკოპიანისა და ხორიკ პოღოსიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფეხბურთის მემორიალური ტურნირი დაიწყო. ტურნირში მონაწილეობის მიღების მოწვევა ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 30 სოფელმა მიიღო.

1

ფეხბურთის ტურნირი სოფელ ხანდოს ახალგაზრდების მიერ არის ორგანიზებული. ღონისძიების ორგანიზებაში ფინანსური მხარდაჭერა გაუწიეს სოფლის მკვიდრებმა, რომლებიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობენ.

2

მატჩის დაწყებამდე სოფლის მცხოვრებლების სარქის აკოპიანის, არმენ აკოპიანისა და ხორიკ პოღოსიანის ხსოვნას სცეს პატივი, მათ საფლავებზე ყვავილები მიიტანეს.

7

 

3

 

ფეხბურთელების საგულშემატკივროდ, როგორც სოფელ ხანდოს, ასევე მეზობელი სოფლების მცხოვრებლები მოვიდნენ.

ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორის რაფიკ აკოპიანის თქმით, თუ მონაწილეობა ყველა მოწვეულ გუნდმა მიიღო, ჩემპიონატი 3-4 დღე გაგრძელდება.

9

8

ტურნირის დასრულების შემდეგ მონაწილეებს მედლებსა და თასებს გადასცემენ. ასევე, ორგანიზატორების თქმით, გათვალისწინებულია ფულადი პრიზები. პირველი ადგილის პრიზი 500 დოლარი, მეორე ადგილი-300 დოლარი, მესამე ადგილი- 200 დოლარი.