2022 წლის იანვრიდან მუნიციპალიტეტების მერიები არ არიან ჩართული მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ლეგალიზაციისა და იდენტიფიკაციის პროცესში. 2022 წლიდან 2024 წლამდე მიწის რეგისტრაციის მთელ პროცესს საჯარო რეესტრი ახორციელებს. 2022-2024 წლებში მიწის ნაკვეთის ეტაპობრივი რეგისტრაცია განხორციელდება. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში პროცესი 2022 წლის მაისში დაიწყება.
იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე განსაზღვრულ ვადაში დაარეგისტრირებს მიწას, მაშინ მთელი პროცედურა (აერო გადაღება, დოკუმენტების მოძიება, რეგისტრაცია და ა.შ.) უფასო იქნება.
იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეს მიწის დარეგისტრირება გრაფიკის გარეშე სურს, მაშინ პროცედურა ფასიანია.
პროცედურების გავლას ასევე უფასოდ შეძლებენ პირები, რომლებმაც საბუთები 2022 წლის 1 იანვრამდე წარადგინეს და მათი მიწის რეგისტრაცია მიმდინარეობს.
ამ დროისთვის რეგისტრაციის პროცესი შეჩერებულია, რადგან საჯარო რეესტრში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
აქ მოცემულია საკადასტრო, დაგეგმარების, აზომვითი სამუშაოების ჩატარების გრაფიკი კონკრეტულ სოფლებში და უფრო ზუსტად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლის ტერიტორიულ ერთეულებში.
2022
სოფელი სათხა -მაისი
სოფელი ჯიგრაშენი- მაისი
2023
დიდი გონდურა – მარტი
ტამბოვკა – მარტი
ფოკა – ივნისი
ეშტია – ივნისი
2024
განძა – მაისი
ნინოწმინდა – მაისი
გორელოვკა – მაისი
დიდი ხანჩალი – სექტემბერი