ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვში სოფლის შიდა გზები თოვლის გამო ერთი კვირაა გადაკეტილია, დაახლოებით 95 ოჯახიდან 60-მდე ოჯახის წევრები ქუჩაში ვერ გამოდიან. დიდთოვლობის გამო ზოგიერთი სკოლის მოსწავლე ვერ სკოლაში დადის.
სოფელ ჟდანოვში მცხოვრებმა სერგეი მნოიანმა Jnews-ის რედაქციას მათი სოფლის პრობლემის მოგვარების თხოვნით მიმართა. მისი თქმით, ნინოწმინდის მერის მოადგილე არმენ ბდოიანმა პირობა დადო, რომ ქარის ჩადგომისთანავე გზები გაიწმინდება.
„ბევრ ადამიანს მივმართეთ, მაგრამ აზრი არ აქვს“, – ამბობს სერგეი მნოიანი.
არც ნინოწმინდაში და არც ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში სოფლის შიდა გზები თოვლისგან არ არის გაწმენდილი. თუმცა ამ საკითხებს თითოეული სოფელი თავისებურად წყვეტს.
სოფელში 95-მდე ოჯახი ცხოვრობს. გზატკეცილთან მდებარე ქუჩებში თავისუფლი გადაადგილება შესაძლებელია, დანარჩენი 60-მდე ოჯახის სახლები კი თოვლით არის დაფარული, ბევრს უჭირს სახლიდან გასვლა და ქუჩებში გადაადგილება.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, მუნიციპალიტეტში სოფლის შიდა გზები გაწმენდაზე ტენდერი არ ცხადდება. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ამის საშუალებას არ იძლევა.
„მხოლოდ სასიცოცხლო აუცილებლობის შემთხვევაში გაიწმინდება სოფლის შიდა გზები, თორემ არასოდეს გაწმენდილა“, – თქვა ანივარ მოსოიანმა.
ჟდანოვის ქუჩების დასუფთავება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თუ არა, ამას მაშინ მივხვდებით, როცა გზები თოვლისგან გაწმენდენ.