ნინოწმინდის თაფლმა 2023 წლის ლონდონის საერთაშორისო თაფლის დაჯილდოებაზე პლატინის მედალი მოიპოვა. ინფორმაციას aliq.ge ავრცელებს.
აღწერაში ნათქვამია, რომ ამ თაფლის სტანდარტები მაღალია. „Kody Family (მწარმოებელი კომპანია) დაარსების დღიდან ორიენტირებულია მომხმარებელს მაღალი ხარისხის ფუტკრის პროდუქტი მიაწოდოს.
London International Honey Awards-ის დაჯილდოების ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ კონკურსის მიზანია მეფუტკრეების, თაფლის მწარმოებლების, გადამამუშავებლებისა და საცალო ვაჭრების ინფორმირება, რომლებიც კანონის საფუძველზე სტანდარტიზებულ პროდუქტებს აწარმოებენ. სურთ ბრენდული პროდუქტების ხარისხის შეინარჩუნონ და გააუმჯობესონ, მაღალხარისხიანი თაფლის პროდუქტები აწარმოონ.
კონკურსი 26-27 მაისს გაიმართა.