დილიდან, ახალციხის მხრიდან ახალქალაქის შემოსასვლელში, ასევე შემოსასვლელში სოფელი ბავრის მხრიდან წარმოიქმნა საცობი.
დიდთოვლობამ ახალქალაქის გზები მთლიანად გადაკეტა. სატვირთო მანქანები და ფორდები, რომლებიც ცდილობენ ახალქალაქში შემოსვლას, მზად არ იყვნენ არსებული მეტერეოლოგიური პირობებისათვის, დიდთოვლობისა და ყინულისათვის, ამიტომ წარმოიქმნა საცობი.
ახალციხის მხრიდან ახალქალაქის შემოსასვლელში დილიდანვე წარმოიქმნა საცობები. დილიდან მუშაობს ავტომაგისტრალის მომსახურე კომპანია “ჯავახ ავტო გზა”, რომელიც გზაზე ყრის რეაგენტებს და მანქანების ბუქსირებაში ეხმარება.
სოფელი ბავრის მხრიდან ახალქალაქის შემოსასვლელში საცობი ყინულის გამო წარმოიქმნა ხიდზე, რომელიც ქალაქს სოფელთან აერთებს. თუმცა, მოძრაობა მთლიანად არ არის პარალიზებული.