სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მონაცემებს ადგილობრივი მედია აქვეყნებს.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში, ვირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, 420 757 პირი დაინფიცირდა, აქედან 8 505 გარდაიცვალა.