სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 110.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 41.2 პროცენტით მეტია.
საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 331.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ 47.6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 779.1 მლნ. აშშ დოლარს, რაც გსულიცწლის იგივე პერიოდთან შედარებით 38.7 პროცენტით მეტია.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი, 2022 წლის იანვარში, 447.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3 პროცენტია. ამასთან, საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი 168.7 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 128.6 მლნ. აშშ დოლარითა და აზერბაიჯანი – 122.0 მლნ. აშშ დოლარით.