სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ინსპექტორებმა მოხმარებისთვის განკუთვნილ საკვებთან მუშაობისას რისკების ანალიზისა და ხარისხის კონტროლის სისტემის (HACCP) არარსებობის გამო, 2021 წლისთვის 14 ბიზნესოპერატორი დააჯარიმეს.
ბიზნესოპერატორები არიან პირები, რომელთა საქმიანობა უკავშირდება ცხოველურ და მცენარეულ საკვებს, გადამუშავებულ პროდუქტებს, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოებას, პირველადი პროდუქტების დისტრიბუციას, გადამუშავებასნ, აგრეთვე ვეტერინარული მედიცინისა და მცენარეთა დაცვის სფეროს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2021 წლის 1 ივნისიდან სავალდებულო გახდა რისკების ანალიზისა და ხარისხის კონტროლის სისტემის პრინციპის დანერგვა ბიზნესოპერატორებისთვის, რომლებიც აწარმოებენ ან ამუშავებენ საკვებს საცალო ობიექტებში.
ვინ არიან ეს დაჯარიმებული ბიზნესოპერატორები, რატომ და რამდენად დაჯარიმდნენ, რას წარმოადგენს რისკების ანალიზისა და ხარისხის კონტროლის სისტემა, ამაზე ინფორმაციას Jnews-ი შემდგომ მასალებში შემოგთავაზებთ.