საქართველოს ოპოზიცია თვლის, რომ 31 ოქტომბრის ჩატარებული საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ფალსიფიცირებული იყო, და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით პროტესტის აქციებს თბილისსა და ბათუმში მართავს. ახალქალაქიდან “ევროპული საქართველოს” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ასევე ესწრებიან პროტესტის აქციას.
ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების შემდეგ განაცხადეს, რომ საპარლმანეტო არჩვნების შედეგებს არ ღებულობენ და თვლიან, რომ ისინი ფალსიფიცირებული იყო. პროტესტის ნიშნად მათ თბილისსა და ბათუმში მსხვილმასშტაბიანი მიტინგი დაიწყეს.
ოპოზიციას ხელისუფლებასთან სამი მოთხოვნა აქვს:
1. ახალი თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება;
2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გათავისუფლება. საოლქო საარჩევნო კომისიების სამართლიანი ფორმირება;
3. ყველა პოლიტიკური დაკავებულის განთავისუფლება.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, ახალქალაქში აქტიურობდნენ “ევროპული საქართველოს”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ოპოზიციური პარტიები, ასევე დამოუკიდებელი კანდიდატი ენზელ მკოიანი. “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” საპროტესტო აქციებში არ მონაწილეობს.
არსენ კარაპეტიანი, პარტია “ევროპული საქართველოს” ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი, მიტინგებში მონაწილეობს. ის ახალქალაქში არჩევნების შედეგების გაპროტესტებას არ აპირებდა, თუმცა მთელი საქართველოს მასშტაბით არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
“მე საერთო პროტესტში ვღებულობ მონაწილეობას. ადგილზე მე არ გავაპროტესტე არჩევნების შედეგები, რადგან აზრს ვერ ვხედავ. მე შედეგი არ მომწონს, არც არჩევნების დღეს მომწონდა პროცესი, მე არ მომწონს მუქარები, ამომრჩეველზე ზეწოლა. კონკრეტულად ჩვენთან, ახალქალაქი-ნინოწმინდაში, ნე ვფიქრობ, სიტუაცია არ შეიცვლებოდა”,- თქვა JNEWS-თან სატელეფონო საუბარში კარაპეტიანმა.
პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი მელიქ რაისიანი, ასევე მონაწილეობს მიტინგში. მართალია, ის არ აპირებდა ახალქალაქში არჩევნების შედეგების გასაჩივრებას, თუმცა ახლა ის ოპოზიციასთან ერთად “ბოლომდე ბრძოლას” აპირებს.
“მე მონაწილეობას ვღებულობ მიტინგში. თქვენ არჩევნების მეორე დღეს დამირეკეთ და იმ მომენტში არ ვიცოდი, გავასაჩივრებდი თუ არა. ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, ვიდრე ეს არალეგიტიური ხელისუფლება არ წავა”,- თქვა მან.
დამოუკიდებელმა კანდიდატმა ენზელ მკოიანმა არჩევნების მეორე დღეს თქვა, რომ შედეგებს არ ეთანხმება, მაგრამ აქციებს ჯერ არ უერთდება.
“ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, ოპოზიციის მიტინგში მონაწილეობა მივიღო თუ არა. ახლა სხვა საქმეებით ვარ დაკავებული”,-ამბობს მკოიანი.