დღეს, 25 იანვარს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამი კომისიის პირველი სხდომები გაიმართა. ესენია: საფინანსო-საბიუჯეტო, სივრცითი დაგეგმარების და სამანდატო, პროცედურების, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიები.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები განიხილა. ბიუჯეტში ცვლილებები 3 910 882,01 ლარს შეადგენს. განიხილეს კომპანიებისთვის დასაბრუნებელი საგარანტიო თანხები. ეს ეხება მუნიციპალიტეტში შარშან ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაწეულ სამუშაოებს.
განიხილეს სახელმწიფო სახსრებით განხორციელებული პროექტებიდან დანაზოგი, რომელიც მუნიციპალიტეტში შარეშან განხორციელდა.
ასევე, განიხილეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტები და გამოყოფილი თანხები, ასევე ტრანსფერები, რომლებიც 2021 წელს არ გადაიხადეს, ან არ გამოიყენეს.
2022 წლის პროექტები სივრცითი და ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის სხდომაზე განიხილეს. დეპუტატების უკმაყოფილება იმ პრიორიტეტებმა გამოიწვია, რომელთა მიხედვითაც შეირჩა ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
დეპუტატმა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, შირვან შირინიანმა გამოთქვა ინიციატივა, რომ ახალი სამუშაოების არჩევამდე გადახედონ მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმას, სადაც ბევრი საჭირო სამუშაოა, რომელთა პროექტები დიდი ხანია მზად არის.
„სოფელ მაჯადიაში გზის მოასფალტება მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმაში 5 წლის წინ შევიდა, პროექტი მზადაა, თანხაც განსაზღვრულია, მაგრამ, რატომღაც ახალი სამუშაოები მიმდინარეობს, ძველი კი რჩება“, – თქვა დეპუტატმა, შირვან შირინიანმა.
კომისიის სხდომებზე განხილული საკითხები განსახილველად ბიუროს გადაეგზავნა, საიდანაც, თავის მხრივ, საოლქო კრებას გადაეგზავნა, რომელიც ხვალ, 26 იანვარს გაიმართება.
ბიუროს სხდომაზე წამოჭრეს მუნიციპალიტეტის არაკომერციული, არამომგებიანი იურიდიული ორგანიზაციების გაერთიანების საკითხიც. საკითხი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წელს მუნიციპალიტეტის მუშაობის აუდიტის შემდეგ გახდა აქტუალური. სწორედ მათი შეთავაზებაა ორგანიზაციების გაერთიანება, მიზანშეწონილად მიიჩნიეს მუნიციპალიტეტში 14 ორგანიზაციის არსებობა.