ახალქალაქში არსებული 4 სასტუმროდან, რომლებმაც მუშაობის განახლებაზე განაცხადი შეავსეს, ამჟამად ნებართვა მხოლოდ ერთმა აიღო. დანარჩენები ხელმეორე შემოწმებას ელოდებიან.
გუშინ, 17 ივნისს, ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურმა კომისიამ ახალქალაქში ერთი სასტუმრო შეამოწმა და მუშაობის უფლება მისცა. მოწმდებოდა მხოლოდ ის სასტუმროები, რომლებმაც მუშაობის განახლებაზე განაცხადი ხელმეორედ გაგზავნეს.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლის, ბადრი უგულავას თქმით, მათ დაწვრილებით გადაამოწმეს სასტუმროს პირობები და, რადგან ისინი უსაფრთხოების ნორმებს შეესაბამებოდნენ, ნებართვა გასცეს.
ახალქალაქის სხვა სასტუმროს მფლობელის თქმით, პირველი შემოწმების შემდეგ მან ყველაფერი კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად გააკეთა და ელოდება, რათა კომისიამ ხელმეორედ შეამოწმოს.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ ახალქალაქის ოთხი სასტუმრო ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისიის წარმომადგენლებმა შეამოწმეს. ოთხივე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის უსაფრთხოების ნორმებს არ შეესაბამებოდა, საბოლოო თანხობის მისაღებად კომისიის რეკომენდაციებს ახორციელებენ.
მუშაობის განახლებაზე თანხმობის მისაღებად, სასტუმროებმა ჯანდაცის სამინისტროს შესაბამის კომისიაში შემოწმება უნდა გაიარონ. ამისთვის საჭიროა, თითოეული მფლობელი დარეგისტრირდეს და განაცხადი შეავსოს სამინისტროს გვერდზე .
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 8 ივნისიდან დახურული ტიპის რესტორნების, კაფეების და ბარების საქმიანობა განახლდა, მუშაობა ნებარდართულია სასტუმროებისთვისაც, თუმცა სასტუმროებმა ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი კომისიის მხირდან აუცილებელი თანხმობა უნდა მიიღონ. რესტორნებს ვადამდელი ნებართვა არ ესაჭიროებათ, თუმცა ისინი უსაფრთხოების პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ, რომელიც რეკომენდაციებშია მითითებული.
ახალქალაქის სასტუმროები რეკომენდაციებს ითვალისწინებენ, რათა მუშაობა განაახლონ.