დღეს, 29 დეკემბერს ახალქალაქში, «არმატის» საინჟინრო ლაბორატორიაში წლის მიღწევების პრეზენტაცია გაიმართა, რომლის დროსაც ფონდ «ჯავახეთის მხარდაჭერამ» ბავშვებს საჩუქრები დაურიგა.

2

დღეს «არმატში» შეიკრიბნენ ბავშვები და მათი მშობლები. პრეზენტეციას ასევე დაესწრნენ იმ  ბავშვების მშობლები, რომლებმაც თოვლის პაპას წერილები ფეისბუქ გვერდზე მიწერეს და «ჯავახეთის მხარდაჭერის» ფონდს გაუგზავნეს. საჩუქრები მოამზადეს «გახდი თოვლის ბაბუა» საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ბავშვების სურვილების ახდენა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

Glavni3

«არმატის» მოსწავლეებმა მათი პროგრამების (თამაშების) პრეზენტაცია მოახდინეს, რაც ძირითადად ახალი წლის თემატიკას ეხებოდა. ასევე აჩვენეს რობოტექნიკის მუშაობის შედეგები– ნაძვის ხის სათამაშოები, რომელიც მათ ხის მასალით დაამზადეს. ღონისძიებას გაუძღვნენ სასიამოვნო მუსიკით, სიმღერებითა და ფერხულით. ამის შემდეგ თოვლის ბაბუამ და ფიფქიამ პატარებს საჩუქრები დაურიგეს.

ორგანიზატორების თქმით, მსგავსი ღონისძიება გუშინ ნინოწმინდის მუნიციპლიტეტის სოფელ ეშტიაშიც გაიმართა. საინჟინრო ლაბორატორია «არმატი» იქაც ფუნქციონირებს.  სოფელ კარწახში თოვლის პაპა პატარების სახლში ესტუმრება და ასევე საჩუქრებს დაარიგებს.

1

«არმატ» საინჟინრო ლაბორატორიაში მოზარდებს შეუძლიათ პროგრამირების, რობოტექნიკის და თანამედროვე ინჟინერიის შესწავლა. ის გათვლილია 10-18 წლის მოზარდებისათვის.