24 იანვარს სასაფლაოზე, რომელიც ამირანის გორის ძირში მდებარეობს, როგორც ამას ადგილობრივები უწოდებენ, ხანძარი გაჩნდა. 25 დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე ხანძარია, რომელსაც მსხვერპლი არ მოჰყოლია, საფლავის ქვები არ დაზიანებულა, მაგრამ მშრალ ბალახს ცეცხლი უკვე ხშრად ეკიდება.
გასული წლის ბოლო დღე ახალქალაქისა და ნინოწმინდის მეხანძრეებისთვის რთული გამოდგა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში ზარი ამირანის გორის მახლობლად, სასაფლაოზე ხანძრის შესახებ შემოვიდა. წლევანდელი ზამთარი ძალიან მშრალი იყო, ხანძარი გორაზე ძალიან სწრაფად და ძლიერად გავრცელდა. ახალქალაქელები ხანძრისგან დასაცავად ახლობლების საფლავებთან შეიკრიბნენ, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მეხანძრეები ცეცხლს ხელით აქრობდნენ, რადგან მანქანებს ცეცხლთან მიახლოება უჭირდათ. გარდა ამისა, სახანძრო მანქანა ან უწყლო იყო, ან ტუმბო არ მუშაობდა. ცეცხლი 2-3 საათში ჩააქრეს და ხეებიც მნიშვნელოვანად არ დაზიანებულა. ყოველივეს საფუძველზეე, შსს-ს გამოძიება არ დაუწყია.
24 იანვარს, საგანგებო სიტუაციების სამსახურში ახალქალაქში ხანძრის შესახებ გამოძახება არ შემოსულა. ხანძარი, რომელიც ბალახის მიზანმიმართულმა, ან შესაძლოა შემთხვევითმა აალებამ გამოიწვია, გორაკის ძირში დიდი სიჩქარით გავრცელდა, რადგან მიდამი ძალიან მშრალია. თუმცა ხანძარი საფლავებამდე არ მისულა, რადგან ხანძრის ადგილსა და საფლავებს შორის გზაა. ხანძარი თავისთავად რამდენიმე ჰექტარ მიწაზე ბალახის დაწვის შემდეგ ჩაქრა.
ინციდენტს მსხვერპლი ან ზარალი არ მოჰყოლია, თუ გადამწვარ მიდამოს არ ჩავთვლით. თუმცა უკვე დამწვარი ბალაზი არ გამორიცხავს, რომ შეიძლება გარემო გამოუსწორებლად დაზიანდეს, თუ პრევენციაზე არ ვიმუშავებთ.