ახალქალაქში საახალწლო ღონისძიებები კონცერტითა და ვაჭრობით შემოიფარგლება, რომელიც 27 დეკემბერს გაიმართება. ამ ღონისძიებებს ქალაქის მერია მთავრობასთან ერთად მართავს, სხვა ადგილობრივი ღონისძიებები არ არის გათვალისწინებული. ვინ და როგორ დაამშვენებს ქალაქს საახალწლო არდადეგებზე ჯერჯერობით უცნობია. პირველ ტენდერში გამარჯვებული კომპანია დისკვალიფიცირებულია, მეორე ტენდერი მონაწილეთა სიმცირის გამო არ შედგა. მესამე ტენდერის ჩატარების დრო არ არის. პირდაპირი ხელშეკრულების შედგენა მაინც უნდა იყოს დაშვებული.

„27 დეკემბერს გაიმართება ღონისძიება, რომელიც მერიისა და მთავრობის მიერ არის ორგანიზებული: იქნება კონცერტი, ბაზრობა. კონცერტის დროს, როგორც ყოველთვის, იქნება პროგრამა, დასაჩუქრდებიან ბავშვები. გვირჩიეს, არ გამართულიყო ადგილობრივი ღონისძიებები კოვიდ რეგულაციების გამო, მაგრამ შემდეგ მთავრობიდან დაურეკეს ჩვენს მუშაკებს და უთხრეს, რომ რაღაც უნდა გაეკეთებინათ. ყველა რაიონში მსგავსი რამ ეწყობა“, – აღნიშნა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა, ვალერი სტელმაშოვმა.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში საახალწლო მორთულობის საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა. ქალაქ ახალქალაქში საახალწლო დეკორაციების დამონტაჟებაზე ტენდერი 18 ნოემბერს 40 000 ლარის ოდენობით გამოცხადდა. იმავე ოდენობით ლაშა კვარაცხელიამ მოიგო, თუმცა მოგვიანებით არასწორი დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიცირებული იყო.

3 დეკემბერს ტენდერი ისევ იმავე თანხაზე გამოცხადდა. მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღების ბოლო ვადა 11 დეკემბერი იყო, თუმცა მონაწილეთა არარსებობის გამო ტენდერი არ შედგა.

ვალერი სტელმაშოვის თქმით, დიდი ალბათობით ისინი არ გამოაცხადებენ ახალ ტენდერს დეკორაციების დამონტაჟებაზე, ამისთვის დრო აღარ რჩებათ.

„პირველად გამარჯვებული დისკვალიფიცირებული იყო არასწორი დოკუმენტაციის გამო, მეორედ ტენდერი არ შედგა მონაწილეების სიმცირის გამო“, – თქვა სტელმაშოვმა.

რა საახალწლო გაფორმებები იქნება საახალწლოდ
ახალქალაქში საახალწლო ბაზრობა გაიმართება