სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 1332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – მონაცემებს პორტალი worldermeters-ი აქვეყნებს.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, ვირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა.
სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, 353 731 პირი დაინფიცირდა, აქედან 8 032 გარდაიცვალა, 334 549 კი – გამოჯანმრთელდა.