15 იანვარს, GIPA-ს მიერ ჯავახეთსა და ქვემო ქართლში განხორციელებული პროექტის – Media Lab-ის გამარჯვებული იდეები გამოვლინდა.
„საუკეთესო იდეების“ განყოფილებაში თამარა არაქელიანისა და გოჰარ განდოიანის (ჯავახეთიდან) მულტიმედიურმა სიუჟეტმა – „გაზიფიკაციის პრობლემამ“ გაიმარჯვა.
ნომინაციაში „ჟიურის ფავორიტი“ საუკეთესოდ აღიარეს აზგანუშ ისრაელიანისა და ასი ბალასანიანის „გოგონას პროფესია“.
„განსაკუთრებული აღნიშვნა“ ერგო ზოია კარსლიანისა და ანა უსტიანის ფილმს, „მაღალფასიანი პროდუქტები“.
ნომინაციაში „საუკეთესო პროფესიული განვითარება“ გაიმარჯვა სუსანა სრაპიანის, სერგეი კურგინიანის და გაიანე გიულმისარიანის „ინვალიდმა ბიჭმა“ და ნარინე ტონაკანიანის – „დიაბეტით მცხოვრები გოგონა“.
შეგახსენებთ, რომ GIPA-ს მიერ ინიცირებული კურსები – MEDIA LAB-ი ჯავახეთსა და ქვემო ქართლში საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ინსტიტუტის (GIPA) მიერ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება და 2016 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად იმართება. ყოველ მეორე კვირას შაბათს და კვირას ახალქალაქისა და ნინოწმინდის ახალგაზრდებისთვის იმართება ჟურნალისტიკის, კინოსა და სოციალური მედიის გაკვეთილები. კურსები უფასოა. ყოველწლიურად, სხვა პრიზებთან ერთად, 2 კურსდამთავრებული იღებს შესაძლებლობას უფასოდ ისწავლოს GIPA-ში.
GIPA-ს პროექტის MEDIA LAB-ი – “მულტიმედიური უნარები მულტიკულტურული საქართველოსთვის” მიზანია რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს მიაწოდოს ცოდნა კომუნიკაციის, კინოს, სოციალური ქსელების და მეწარმეობის, ასევე მედიაწიგნიერების სფეროში, რომელიც აქტუალურია თანამედროვე მსოფლიოში ყველა პროფესიისთვის.