სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 4 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 8 014- მდე გაიზარდა.

პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 346 811 პირი დაინფიცირდა, 333 311 კი – ვირუსისგან გამოჯანმრთელდა. Bloomberg-ის მიხედვით, სომხეთში ვაქცინების 1.69 მილიონი დოზა გამოიყენეს.