როგორც უკვე გაცნობეთ , ახალქალაქის მერიაში 11 პოზიციაზეა ვაკანსია გამოცხადებული. როგორც მერი მელქონ მაკარიანი ამბობს, მთავარია ამ პოზიციებზე ახალი და რაც მთავარია კარგი სპეციალისტები დაინიშნონ.

Jnews-თან საუბარში მაკარიანმა აღნიშნა, რომ უკვე არიან აპლიკანტები, რომლებმაც განაცხადები განათავსეს ვებგვერდზე – hr.gov.ge, თუმცა პრეტენდეტთა საბოლოო რაოდენობა განაცხადების განთავსების პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

11 ვაკანსია ახალქალაქის მერიაში

დასაქმების მსურველთა მიმართ მერს მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვს – იმუშაონ და დრო არ დაკარგონ.

„კადრების დეფიციტი გვაქვს. ჩემი მიდგომა და სურვილია ახალი სახეების გამოვლენა, ადამიანების შერჩევა. ვიპოვოთ კონკრეტული სპეციალისტები, რომელთა მუშაობაც აუცილებელია ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის, რათა სამუშაო უფრო მარტივად და ეფექტიანად შესრულდეს“.

მელქონ მაკარიანი ხაზს უსვამს, რომ ან ნამდვილად უნდა იმუშაონ, ან საერთოდ არ იმუშაონ მერიაში.

„ამჟამად აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ან უნდა ვიმუშაოთ, ან არ ვიმუშაოთ. ანუ მერიის ნებისმიერ თანამშრომელს, სრულ განაკვეთზე თუ უნდა მუშაობა, მე პირადად მზად ვარ ვიმუშაო ნებისმიერთან, თუ ადამიანი არ არის საკმარისად განათლებული, ან ეზარება თავისი საქმე და მხოლოდ ხელფასის გამო მუშაობს, ასეთ ადამიანთან ვერ ვიმუშავებ და ასეთი ხალხი არ იმუშავებს ჩვენს მერიაში“, – ამბობს მერი.

მისი თქმით, სამუშაოდ ისეთი კანდიდატები შეირჩევიან, რომლებსაც საკუთარი მოვალეობების გაცნობიერება შეუძლიათ.