იქნება თუ არა მასობრივი გათავისუფლება მერიაში, როგორ ეცდება ახალი მერი პრობლემების გამოსწორებას ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორია მისი მიდგომა კულტურის მიმართ, მხარს უჭერს თუ არა მაშტოცის ძეგლის ცენტრში გადატანას და კიდევ ბევრ მნიშვნელოვან თემაზე Jnews-ი მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ მერს მელქონ მაკარიანს ესაუბრა.
როგორია თქვენი საკადრო პოლიტიკა, უნდა ველოდოთ თუ არა ცვლილებებს მერიისა და მუნიციპალური ორგანიზაციების თანამშრომლებში?
27 ოქტომბრიდან უკვე ერთი კვირა გავიდა, რაც ახალქალაქის მერის უფლებამოსილება მივიღე. რატომაც არა, შეუძლებელი არაფერია, ვიმუშავებთ და ვიპოვით კარგ, სწორ კადრებს. თუ არიან ადამიანები, რომლებიც ვერ მუშაობენ ჩვენთან, თუ გვინდა, რომ სამუშაო იყოს მიმართული მოსახლეობის, ხალხის, მუნიციპალიტეტის სამომავლო განვითარებაზე, საკადრო ცვლილებებიც შესაძლებელია. შევარჩევთ ისეთ კადრებს, კონკრეტულ სპეციალისტებს, რომლებიც კარგად ფლობენ თავიანთ საქმეს. მაშინ ადამიანებთან მუშაობა უფრო ადვილი და შედეგიანი იქნება.
ცვლილებები არ ყოფილა, მაგრამ მოსალოდნელია. ამ დრომდე თანამდებობიდან არავინ გათავისუფლებულა. ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის მიხედვით, ახალი მერი მანდატის მიღებისთანავე პირველ და მეორე მოადგილეებს უფლებამოსილებას უწყვეტს. უფლებამოსილების მიღების შემდეგ მერს შეუძლია ან იმუშაოს ამ ადამიანებთან, ან არა. ჯერ კიდევ არის დრო, დისკუსია მიმდინარეობს, კონკრეტულად არავინ გათავისუფლებულა – ბრძანებები ჯერ არ გაფორმებულა.
მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების სხვადასხვა ეტაპებზე (პროექტირება, განხორციელება, კონტროლი…) ჩნდება პრობლემები, რაც ამცირებს ეფექტურობას. რა იგეგმება მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად?
იყო ხარვეზები. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენ გვჭირდება კარგი სპეციალისტები, ეს გარკვეულწილად დაკავშირებულია სპეციალისტების მუშაობასთან. სპეციალისტებით, გარწმუნებთ, რომ სამსახურები გამართულად იმუშავებენ და უშუალოდ ჩავერთვები ნებისმიერ ინფრასტრუქტურულ პროექტში. კონკურსის შემდეგ აუცილებელია კონტროლი, რათა თანხა დანიშნულებისამებრ დაიხარჯოს. ჩვენ ვერ მივიღებთ პროექტს, თუ სამუშაო არასრულია. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ეტაპობრივად დავასრულოთ. არ გვაქვს დიდი ბიუჯეტი, ერთი პროექტისთვის თუ გამოვყოფთ მთელ თანხას, ეს ნიშნავს, რომ წელს სხვას ვერაფერს გავაკეთებთ. ვიცნობ ყველა პრობლემას, საკრებულოში ყოველთვის ვაკრიტიკებდით არასწორად შედგენილ პროექტებს.
რას ფიქრობთ ქალაქში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის პრობლემაზე, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს? ქუჩებში ხშირად აგებენ ასფალტს და ასფალტის ამოღებაა საჭირო მუდმივი წყალმომარაგების ავარიებისა და დანაგვიანების გამო.
რომც გვინდოდეს, მთელი სისტემა ოთხ წელიწადშიც ვერ შეიცვლება, ამას სერიოზული თანხები სჭირდება. თუ ასფალტს ვგეგმავთ, პრიორიტეტული სამუშაოები უნდა დავიწყოთ მანამ, სანამ კანალიზაცია და წყალმომარაგება არ შეიცვლება, მოასფალტება არ დაიგეგმება, გპირდებით.
როგორია თქვენი მიდგომა კულტურის სამსახურის მიმართ, რას მიაქცევთ ყურადღებას, იქნება თუ არა ცვლილებები?
მუშაობის დროს ყველაფერი გაირკვევა. ჩემს თანამშრომლებს ვეტყვი, რომ მხოლოდ ხელფასის ასაღებად კი არ უნდა მოვიდნენ, არამედ კონკრეტულად იმუშაონ. და თუ ვიტყვი, რომ ამ საკითხს ერთ კვირაში, ერთ თვეში მოვაგვარებ, სიმართლე არ იქნება. ნამუშევარი ხილული იქნება მთელი წლის განმავლობაში. პანდემიამ შეაჩერა ჩვენი კულტურული ცხოვრება და ბევრი ღონისძიება ვერ გაიმართა.
როგორია თქვენი მიდგომა ქალაქის ცენტრის რეაბილიტაციასთან და კონკრეტულად მესროპ მაშტოცის ძეგლის ამჟამინდელი ადგილიდან გადატანასთან დაკავშირებით?
კონკრეტულად ასეთი ბრძანება არ მინახავს, პროექტიც არ არის მზად. ეს მხოლოდ საუბრებია, არ ვიცით ძეგლს გადატანენ თუ არა. თუ ყველაფერი ნორმების შესაბამისად იქნება, ძეგლი კუთხეში დარჩება თუ ცენტრში, არაფერი შეიცვლება?
იგეგმება თუ არა სოციალურ პაკეტში ცვლილება?
ბიუჯეტზე ჯერ არ გვისაუბრია, ყველაფერი დამოკიდებულია თანხებზე.
თქვენ ამ დღეებში შეხვდით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რა საკითხები განიხილეთ შეხვედრაზე?
ბევრი საკითხი განვიხილეთ, რაც მთავარია, რეგიონის ყველა მერი, ვინც იქ იყო, დადებითი ენერგიით დაიმუხტა. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ველი უფრო კონკრეტულ სამუშაოებს. მისი პირდაპირი სიტყვა იყო, რომ თითოეული მერი არჩეული იყო სამუშაოდ და თუ თავისი მუშაობის წლებში დაინახავს კონკრეტულ პრობლემებს, რაც მოსახლეობას აწუხებს, მაშინ გვექნება უფლება უშუალოდ დავუკავშირდეთ მას, რომ მოსახლეობის პრობლემები სწრაფად და სწორად მოგვარდეს.
თავის მხრივ, თითოეულმა მერმა თავისი ტერიტორიის პრობლემები წარმოადგინა. იმედია ეს კითხვები დადებით პასუხს მიიღებს. ესაა კონკრეტული საკითხები, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს.