სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 195 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ­დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 2 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 7 999- მდე გაიზარდა.

პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 345 713 პირი დაინფიცირდა, 332 753 კი – ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.