ახალქალაქი საახალწლო დღესასწაულისთვის ემზადება, ბოლო წუთებში, ბოლო შტრიხებს ამატებენ.
დამონტაჟებულია სცენა, სახლები და დეკორაციები. დიზაინერის თქმით, დღესასწაულის დასაწყისისთვის, 14:00 საათისთვის ყველაფერი მზად იქნება.
ადგილობრივ ხელისუფლებას საახალწლო დღესასწაულისთვის მომზადება გაუჭირდა. პირველი ტენდერი, რომელიც დროულად გამოცხადდა, დისკვალიფიცირებული იყო გამარჯვებულის დოკუმენტაციაში დაშვებული შეცდომების გამო. მეორე ტენდერი არ შედგა, არ იყვნენ მონაწილეები. მესამე ტენდერისთვის დრო აღარ რჩებოდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სთხოვა ცენტრალურ ხელისუფლებას დროის დაზოგვის მიზნით პირდაპირი შეთანხმების შედგენის უფლება. ხელშეკრულება გაფორმდა, თუმცა ხელმისაწვდომ 40 000 ლარზე კომპანია „მეგა პანორამა“ დათანხმდა საახალწლო დეკორაციისა და დიზაინის შეძენას. სამონტაჟო სამუშაოები სერვის ცენტრმა და მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლებმა განახორციელეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო შოუ გაიმართება. ასევე, დღე ბავშვებს სიურპრიზებს ჰპირდებიან.
ახალქალაქის მერიის მიერ მოწოდებული ღონისძიებების პროგრამის თანახმად, საახალწლო შოუ 27 დეკემბერს 14:00 საათზე დაიწყება და მას არამ ჯავარჯიანი წარუძღვება.
14:00-დან 17:00 საათამდე ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება შოუ საახალწლო და მულტფილმის გმირების მონაწილეობით. ბავშვებს სხვა საინტერესო სიურპრიზები და საჩუქრებიც ელით.
პროგრამის საკონცერტო ნაწილი 15:00 საათზე დაიწყება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი, მელქონ მაკარიანი და საკრებულოს თავმჯდომარე, ნაირი ირიციანი ყველას მომავალ წელს მიულოცავენ. გამოვლენ ადგილობრივი ანსამბლები. ცეცხლოვანი შოუ 17:00 საათზეა დაგეგმილი.
სალომე ბაკურაძე და ბენდი საკონცერტო ნომრებით წარდგებიან.
გრანდიოზული ფეიერვერკი 18:30 საათზეა დაგეგმილი.