დღეს, 20 დეკემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით – „ბუსტერ“ დოზით აიცრა.
ახალქალაქში, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბევრისთვის მიუღებელია, ქალაქის საავადმყოფოს ინფორმაციით, 15-მდე ადამიანი აიცრა „ბუსტერ“ (მესამე) დოზით, მათ შორის, ჯანდაცვის 4 თანამშრომელი.
„ბუსტერ“ დოზით აცრილთა უმეტესობა უპირატესობას Pfizer-ის ვაქცინას ანიჭებს, მათ შორის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანია.
“ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ეს არ იყო ჩემი გადაწყვეტილება, როდესაც ვკითხულობ ზოგიერთ მედიას, რომლებიც რეკომენდაციას უწევენ, რომ კარგია Pfizer-ის “ბუსტერ” დოზის მიღება. ამბობდნენ, რომ Pfizer-ის სწორი არჩევანი იყო. საკრებულოს სხვა წევრებსაც სურთ მიიღონ “ბუსტერ” დოზა. მაგრამ წინა აცრიდან საკმარისი დრო ჯერ არ გასვლიათ, დანარჩენებს კი, ვადა 15 დღეში ეწურებათ”, – ამბობს ნაირი ირიციანი.