2021 წელი იწურება, ხალხი მომავალ წელს იმედებით ელოდება, რომ ის შედარებით უკეთესი იქნება. როგორ ჩაიარა 2021 წელმა და როგორია ხალხის მოლოდინები მომავალი 2022 წლისთვის?
ეს წელი საკმაოდ რთული აღმოჩნდა ხალხისთვის – ეპიდემიები, არჩევნები, შეზღუდვები, ვაქცინაცია და სხვა სრულიად განსხვავებული რეალობა, რამაც სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვაგვარად იმოქმედა, რამაც, თავის მხრივ, წინა წლის მიმართ უარყოფითი მოგონებები გააჩინა.
Jnews-ი შეეცადა გაერკვია, რას ფიქრობს ხალხი.
ანი (მისი თხოვნით სახელი შეცვლილია) მუშაობს სკოლაში, მასწავლებელია. მისთვის წელიწადი ძალიან სწრაფად და შეუმჩნევლად გავიდა, მიუხედავად მთელი რიგი გართულებებისა, ყველა ზემოაღნიშნულმა გარემოებამ მისი ცხოვრების ხარისხზეც იქონია გავლენა.
„ამ დრომდე არ შემიძლია ადაპტირება ცხოვრებასთან, რომელიც მკვეთრად შეიცვალა ეპიდემიის შემდეგ, ჯერ შეზღუდვები, შემდეგ ვაქცინაცია. 2021-მა წელმა, ისევე, როგორც ბევრი ადამიანისთვის, ჩემთვისაც უარყოფითი მოგონებები დატოვა“.
ანის თქმით, 2021 წელი მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, მაგრამ, როგორც აღნიშნავს, ახალი ცვლილებების გარეშე. მისი აზრით, ეს არჩევნები არაფრით იყო განსხვავებული. შესაძლოა ეს იმითაც არის განპირობებული, რომ მიდის ახალი საკადრო ცვლებები. მაგრამ განსაკუთრებული იმედები არ აქვს.
„ამდენ ნეგატიურს შორის, უნდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ მოხდა პოზიტიურიც, სხვა საკითხებთან ერთად, მიმაჩნია პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანია მასობრივი ვაქცინაცია ვირუსის პრევენციისთვის. თვითონ მქონდა საშუალება გამეკეთებინა აცრა და თავი უფრო დაცულად მეგრძნო, რაც შარშან ვერ მოხერხდა. რაც შეეხება მომავალს, იმედი მაქვს, რომ მომავალი წელი შეავსებს ამ წლის ყველა ხარვეზს და ნეგატიურ ინფორმაციას პოზიტიური ჩაანაცვლდებს“.
ქნარიკ იუზბაშიანი, ანისგან განსხვავებით, 2021 წელს ერთ-ერთ საუკეთესოს უწოდებს მის ცხოვრებაში, რადგან საშუალება ჰქონდა ბევრ ადამიანს შეხვედროდა და კარგი მეგობრები შეეძინა.
„ცოტა ხანი გაკვეთილები დისტანციურად მიმდინარეობდა, რა თქმა უნდა, არც თუ ისე კარგი იყო, მაგრამ ამ პერიოდში მოვახერხე ონლაინ ტრენინგებში მონაწილეობა, სხვადასხვა სფეროში ცოდნის მიღება».
რაც შეეხება მომავალ წელს, ქნარიკი იმედოვნებს, რომ ის ეპიდემიისა და ომებისგან თავისუფალი იქნება.
სტუდენტური ცხოვრება ძალიან განსხვავდება სასკოლო ცხოვრებისგან. ეს სფერო ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებულია.
არმინე პოზოიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია, სწავლის მთელი პერიოდი იყო და გრძელდება ონლაინ რეჟიმში.
«წლეულს სტუდენტური ცხოვრების სახლში გატარება მოგვიწია. ჩემთვის განსაკუთრებულ პრობლემად რჩება ენის სრული ცოდნის საკითხი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ქართველებთან ურთიერთობისთვის არის საჭირო, რაც სახლიდან შეუძლებელია».
მიუხედავად ამ გარემოებისა, მიაჩნია, რომ შეზღუდვები კარგია, რადგან აჩერებს ვირუსის გავრცელებას. მომავალი წლისთვის სხვადასხვა მიზნები აქვს, რომლებიც უნდა განახორციელოს.
ლიდა ალმასიანი