ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარანტინი 4-საჯარო სკოლაშია გამოცხადებული და სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს. დანარჩენი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
დღეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 65 საჯარო სკოლიდან 4 დისტანციურად მუშაობს. ესენია: სოფლების, ბურნაშეთისა და ვარევანის სკოლები, რომლებიც 6 დეკემბრიდან დისტანციურ რეჟიმში გადავიდნენ, ხოლო სოფლების, ოკამის N1 და ხანდოს სკოლა დისტანციურ სასწავლო პროცესზე 8 დეკემბრიდან გადავიდნენ.
დღეიდან ქალაქ ახალქალაქის მე-3 ქართულმა სკოლამ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა.
ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, სკოლაში დასწრება შედარებით ნორმალურია.