დღეს, 26 აგვისტოს, დაახლოებით 11:00 საათზე ახალქალაქში უცნობმა პირებმა იუსტიციის სახლის ფანჯრები დალეწეს. დანაშაულის ადგილას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ.
როგორც შსს-ს პრეს-სამსახურიდან შეგვატყობინეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც სხვისი ქონების დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.