5 დეკემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ქვაჯვარი დამონტაჟდა. ქვაჯვარის კურთხევის ცერემონიის შემდეგ დამსწრეებს სამხთო დაურიგეს.

mardik

ახლად დამონტაჟებული ქვაჯვარის ავტორები და ორგანიზატორები რუსეთში მცხოვრები კარტიკამელი 10 მკვიდრია, რომლებსაც სხვა ქვეყანაში ყოფნისას სოფელთან კავშირი არ დაუკარგავთ.

ქვაჯვარის კურთხევის ცერემონია ჯავახეთის კათოლიკური ეკლესიის მღვდელმსახურმა ტერ ანტონ ანტონიანმა შეასრულა.

xach

ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა სოფელ კარტიკამის სკოლის დირექტორი არარატ ელიზბარიანი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ყველა დამსწრესა და მათ, ვინც ქვაჯვარის მშენებლობასა და დამონტაჟებაში წვლილი შეიტანა.

kartik

წვლილი შეიტანეს:

კულახსზიანი არმენაკ ალფონის ძე,

კულახსზიანი ანდრანიკ ამბარცუმის ძე,

ელიზბარიანი მიქაელ ვალოდიას ძე,

ლაზარიან არკადი ჰამლეტის ძე,

ჩეჩელიანი იაგორ სოგომონის ძე,

ოგანჯანიანი რომან იურის ძე,

ბოზოიან ნორაირ სტეპანის ძე,

კაპლანიანი ედგარ ლევას ძე,

კულახსზიანი არტიომ სამველის ძე,

ჩნავაიან ხაჩატურ ვანიას ძე.

ქვაჯვარის მოქანდაკე – არტურ ოჰანჯანიანი.

გახსნას სოფელ კარტიკამისა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები ესწრებოდნენ.