სახელმწიფო დაწესებულებებში ქრთამის აღება 1550%-ით გაიზარდა – შსს-ს სტატისტიკა

სახელმწიფო დაწესებულებებში ქრთამის აღება 1550%-ით გაიზარდა – შსს-ს სტატისტიკა

სახელმწიფო ორგანოებში სამოხელეო დანაშაულის დონე იზრდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი თითქმის 67%-ით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის აპრილიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში გამოვლინდა სამოხელეო დანაშაულის 187 შემთხვევა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს ციფრი 112-ს შეადგენდა.

კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამოხელეო დანაშაულების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოყურება:

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა 136.36%-ით, დაფიქსირდა 26 შემთხვევა;

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება გაიზარდა 21.88%-ით, დაფიქსირდა 78 შემთხვევა;

ქრთამის მიცემის ფაქტები — 2 შემთხვევა (2 შემთხვევა დაფიქსირდა 2025 წელსაც);

ქრთამის აღების შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა 1550%-ით, დარეგისტრირდა 33 შემთხვევა;

სახელმწიფო ორგანოებში თაღლითობის ფაქტები: შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა 85.71%-ით, დაფიქსირდა 13 შემთხვევა;

სამსახურებრივი გულგრილობის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა 20.83%-ით, დაფიქსირდა 29 შემთხვევა;

კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება — გაიზარდა 100%-ით, დარეგისტრირდა 1 შემთხვევა;

ზეგავლენით ვაჭრობა — გაიზარდა 300%-ით, დარეგისტრირდა 3 შემთხვევა.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დაფიქსირდა ახსნა-განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულების 2 შემთხვევა; ხოლო სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ფაქტები არ დაფიქსირებულა.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე