1 დეკემბერს, ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში კორონავირუსის 21 შემთხვევა დაფიქსირდა. მუნიციპალიტეტში კოვიდ დაავადების შემთხვევები კვლავ მაღალია.
1 დეკემბერს, ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა სიხშირის დასაზუსტებლად 407 ტესტი ჩაატარა, საიდანაც 368 ანტიგი, 39 PCR-ტესტი იყო. შედეგად, კორონავირუსის 20 შემთხვევა დაფიქსირდა. 30 ნოემბერს, ახალქალაქის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურმა 41 PCR ტესტის ჩატარების შემდეგ კორონავირუსის 2 შემთხვევა გამოავლინა. თუმცა ახალქალაქში სხვადასხვა ლაბორატორიის შედეგების მიხედვით, 21 შემთხვევა გამოვლინდა.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის სირანუშ ტონაკანიანის განცხადებით, ტესტირებაზე გასული პირების რაოდენობა გაიზარდა.
”ვფიქრობ, ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ”მწვანე პასპორტების” მისაღებად ძალიან ბევრი ადამიანი იკეთებდა ტესტს. ადრე ავადმყოფობას ყველა მალავდა, არ ლაპარაკობდნენ და არ მოდიოდა შესამოწმებლად“, – განმარტა სირანუშ ტონაკანიანი.
მისივე თქმით, 2 დეკემბრიდან სოფელ ბურნაშეტის სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადადის. სოფელში დღეს სკოლის დირექტორის მოთხოვნით ტესტირება ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს ჩაუტარდა – კოვიდის 5 შემთხვევა გამოვლინდა, ერთი მასწავლებელთან, დანარჩენი მოსწავლეებთან.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 600-მდე ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება.