ახალქალაქის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ახალქალაქში საახალწლო დეკორაციისთვის 40 000 ლარია გამოყოფილი.
18 ნოემბერს, ახალქალაქის მერიამ ახალქალაქში საახალწლო დეკორაციების შეძენა-მონტაჟზე ტენდერი გამოაცხადა. მასში მონაწილეობის ბოლო ვადა 26 ნოემბერი იყო. ტენდერს ერთი მონაწილე ჰყავდა, კერძო პირი ლაშა კვარაცხელია, უკვე ჩანს სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე. მან შესთავაზა თანხა – 40 000 ლარი. სხვა მონაწილეები არ არიან. სატენდერო სტატუსია „შერჩევა და შეფასება“.
ტენდერის მიხედვით, საახალწლო დეკორაციის მონტაჟი 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს:
წლეულს არსებულ საახალწლო დეკორაციებს დაემატება:
გარე დეკორაციები: ქოლგები და სადღესასწაულო საჩუქრების შეფუთვა.
ქუჩის გაფორმება ნაძვის ხის დეკორაციის სახით იქნება.
ქუჩის გაფორმება ანგელოზების სახით.
ხეზე გათვალისწინებულია განათების მოწყობა.
ორი გარე ლაზერული პროექტორი.
ნაძვის ხის მრავალფერადი დეკორაციები ბურთებისა და სანთლების სახით. დიოდური ნათურა.
შეგახსენებთ, რომ შარშან საახალწლო მორთვაზე 4000 ლარი დაიხარჯა, რადგან მთიანი ყარაბაღის ომის გამო, ახალქალაქელებს სადღესასწაულო განწყობა არ ჰქონდათ.