დღეს შუადღისით ახალქალაქში კერძო სახლში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს და სახლი შემოღობეს.  ჩხრეკის დროს სახლის მეპატრონე ცუდად გახდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.  მან ინფარქტი მიიღო.

ახალქალაქის მკვიდრს პირველადი დახმარება ადგილობრივ საავადმყოფოში აღმოუჩინეს. შემდგომი მკურნალობისთვის  კი თბილისში გადაიყვანეს.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, სამართალდამცავმა ორგანოების წარმომადგენლებმა სახლს ალყა შემოარტყეს და სამი საათის განმავლობაში მუშაობდნენ. მაგრამ რას ეძებდნენ, მეზობლები საქმის კურსში არ არიან.

სახლის მეპატრონის ახლობლების თქმით, ჩხრეკის შედეგად არაფერია ნაპოვნი.  ჩხრეკის დროს მფლობელი ცუდად გახდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა თავად გამოიძახეს სასწრაფო დახმარება.

რა სახის სპეცოპერაცია ჩატარდა ახალქალაქის მკვიდრის სახლში, Jnews-ი ცდილობს გაარკვიოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, საიდანაც გვთხოვეს დაველოდოთ პასუხს.