დღეს, 30 ოქტომბერს, ახალქალაქში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
როგორც JNEWS-ს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ აცნობა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელ რეგიონში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.
შემთხვევები მუნიციპალიტეტების შესაბამისად განაწილებულია შემდეგნაირად:
ახალქალაქი – 6, ახალციხე – 23, ადიგენი – 2 და ნინოწმინდა – 2.
დღეის მდგომარეობით, მთელ რეგიონში 950 ადამიანია თვითიზოლირებული: ახალციხეში – 486, ადიგენში – 57, ასპინძაში – 75, ბორჯომში – 61, 175 ადამიანი ახალქალაქში და 96 – ნინოწმინდაში.